05 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
სროლა ნიუ-ჯერსიში - დაშავდა 22 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა სროლას ნიუ-ჯერსის შტატში. ქალაქ ტრენტონში ხელოვნების ფესტივალის დროს ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნა. დაშავდა 22 ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთი თავდამსხმელი, 33 წლის მამაკაცი, ადგილზე მოკლეს. მეორეს დაკავება პოლიციამ მოგვიანებით შეძლო. ამ დრომდე უცნობია თუ რა გახდა ხალხმრავალ ადგილზე სროლის მოტივი. ფესტივალზე ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

დღის ამბები