05 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
თავდასხმა საფრანგეთში - დაშავებულია 2 ადამიანი

თავდასხმის შედეგად საფრანგეთის პროვანსის რეგიონში 2 ადამიანი დაშავდა. ქალაქ ტულონის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებული ქალმა ჭრილობები მაღაზიაში მყოფებს მიაყენა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდასხმამდე ის ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა. პოლიციამ 24 წლის ქალი ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს ჰქონდა თუ არა მომხდარს კავშირი ტერორიზმთან.

დღის ამბები