05 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
მელანია ტრამპმა არალეგალი მიგრანტების ბავშვების დროებითი მოთავსების ცენტრი მოინახულა

შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ არალეგალი მიგრანტების ბავშვების დროებითი მოთავსების ცენტრი მოინახულა.

დაუგეგმავი ვიზიტი მელანია ტრამპმა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ სპეციალური განკარგულების ხელმოწერის მეორე დღეს განახორციელა.

ბრძანების მიხედვით მიგრანტი ბავშვების მშობლებთან განცალკევება აღარ მოხდება. პირველი ლედის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტეხასში ჩასვლის გადაწყვეტილება მელანია ტრამპმა იმის გამო მიიღო, რომ არსებული პრობლემით შეშფოთებულია.

თუმცა სანამ ტეხასში ჩავიდოდა მას ქურთუკი ეცვა წარწერით - ,,მე ეს ნამდვილად არ მადარდებს და შენ? " - ამის გამო ის მედიამ მკაცრად გააკრიტიკა.

დღის ამბები