05 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
დნესპისპირეთის ე.წ. ხელისუფლების უარი გაეროს-დეფაქტო მთავრობა რუსული კონტინგენტის გაყვანის წინააღმდეგია

დნესტრისპირეთის ე.წ. ხელისუფლება რეგიონიდან რუსული კონტინგენტის გაყვანის კატეგორიული წინააღმდეგია. არაღიარებულ რესპუბლიკის დეფაქტო საგარეო საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ტირასპოლი არ ეთანხმება გაეროს გენერალური ასამბლეაში მიღებული რეზოლუციას, რომელიც სამშვიდობო მისიის ფორმატის შეცვლას გულისხმობს. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის ხელისუფლება რუს სამხედროებს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მოსკოვთან გაფორმებული შეთანხმებების გადახედვას არ აპირებენ. დეფაქტო ხელისუფლების ლიდერები აცხადებენ, რომ გაეროს რეზოლუცია მოლდოვის რევანშისტულ იდეების წახალისებას ემსახურება. რეზოლუცია დნესტრისპირეთიდან რუსული კონტინგენტის დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარასკევს მიიღო. დოკუმენტი მოლდოვის ხელისუფლებამ საქართველოს, კანადის, უკრაინის რუმინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების თანაავტორობით მომზადდა. მას 64 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. 

დღის ამბები