05 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
აშშ-ს სასაზღვრო სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასული მიგრანტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეაჩერა

ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასული მიგრანტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეაჩერა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული განკარგულება, რომლის მიხედვითაც საზღვარზე მიგრანტ ბავშვებს მშობლებს აღარ დააშორებენ.

მიუხედავად ამისა ადმინისტრაციის ნულოვანი ტოლერანტობის საემიგრაციო პოლიტიკა კვლავ ძალაშია.

ამ დროისთვის უსაბუთო ემიგრანტთა თავშესაფრებში 2 ათასზე მეტი ბავშვია, რომლებიც მშობლებთან შეხვედრას ელოდებიან.

ოჯახების დაშორება დონალდ ტრამპმა საზოგადოების მხრიდან ზეწოლისა და მკაცრი კრიტიკის გამო შეაჩერა.

დღის ამბები