05 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
აფეთქება და სროლა აშშ-ში - სამართალდამცველები კალიფორნიის მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ ინციდენტს იძიებენ

ამერიკელი სამართალდამცველები კალიფორნიის მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ ინციდენტს იძიებენ. ლონგ-ბიჩის ერთ-ერთ სანატორიუმში ჯერ მცირე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა, მოგვიანებით კი ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლი გაუხსნეს.

სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მაშველი, ორი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვინ ესროლა მაშველებს პოლიციისთვის უცნობია.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს რა გახდა აფეთქებისა და ხანძრის მიზეზი. არ გამორიცხავენ, რომ აფეთქება მოხუცთა თავშესაფარში მიზანმიმართულად მოაწყვეს, რომ ადგილზე სამაშველო ბრიგადა მოსულიყო.

დღის ამბები