05 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
იტალია რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ავტომატურ გახანგრძლივებას მხარს არ უჭერს

იტალია რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ავტომატურ გახანგრძლივებას მხარს არ უჭერს - განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ახალმა პრემიერმა გააკეთა.

ჯუზეპე კონტეს განცხადებით, სანქციები არის საშუალება და არა მიზანი, შესაბამისად იტალია მის ავტომატურად გახანგრძლივებას არ ემხრობა.

იტალიის პრემიერის თქმით, შეზღუდვები მინსკის შეთანხმებას უკავშირდება, რომელიც უნდა შესრულდეს. ჯუზეპე კონტე სანქციების მოხსნას ერთ დღეში შეუძლებლად მიიჩნევს.

დღის ამბები