05 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
იაპონური კოსმოსური ხომალდი მთავარ სამიზნეს - ასტეროიდს მიუახლოვდა

იაპონური კოსმოსური ხომალდი მთავარ სამიზნეს - ასტეროიდს მიუახლოვდა. აპარატი უახლოეს მომავალში დაიწყებს კლდოვანი მასის შესწავლას და სინჯებს დედამიწაზე გამოაგზავნის.

ასტეროიდი სახელად "რიუგუ," რომელსაც მეცნიერებმა ფორმის გამო „კოსმოსური ბრილიანტი“ შეარქვეს, დედამიწიდან 290 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული, მისი დიამეტრი 900 მეტრია.

მეცნიერების ვარაუდით, აპარატს კლდოვანი მასის შესასწავლად წელიწადნახევარი დასჭირდება.

ხომალდი „ჰაიაბუსა ორი“ კოსმოსში 2014 წელს გაუშვეს და დანიშნულების ადგილამდე მისვლას მან ზუსტად 4 წელი მოანდომა.

დღის ამბები