05 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ნატოს სამიტის შემდეგ შეხვდებიან

მერიკის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან ვიზიტს გეგმავს.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ნატოს სამიტის შემდეგ, სავარაუდოდ ჰელსინკიში შეხვდებიან.

მოსკოვში სამიტის დეტალებზე შესათანხმებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი იმყოფებოდა.მან მოლაპარაკებები გამართა სერგეი ლავროვთან და ვლადიმერ პუტინთან.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სამიტზე პრეზიდენტები დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებასა და ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხებს შეეხებიან. ვიდრე თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თარიღს დააზუსტებდა, შეერთებული შტატების ლიდერმა ტვიტერს ქსელში პოსტი დაწერა და ეჭვი შეიტანა, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერია.

ლიდერები ილაპარაკებენ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, სირიის ომსა და უკრაინის კრიზისზეც.

ბოლოს დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შარშან ნოემბერში აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს სამიტის ფარგლებში, ვიეტნამში შეხვდნენ.

 

დღის ამბები