05 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
პრინცი უილიამის ახლო აღმოსავლური ტურნე დღეს სრულდება

პრინცი უილიამის ახლო აღმოსავლური ტურნე დღეს სრულდება. ვიზიტის ბოლო დღეს კემბრიჯის ჰერცოგმა იერუსალიმში წმინდა ადგილები დაათვალიერა და დიდი ბებიის, პრინცესა ელისის საფლავიც მოინახულა. მან ჰოლოკოსტის დროს უამრავი ებრაელი გადაარჩინა.

ქალაქის მონახულება უილიამმა ზეთისხილის მთაზე სტუმრობით დაიწყო და გოდების კედელთან დაასრულა, სადაც ტრადიციისამებრ წერილიც დატოვა.

კემბრიჯის ჰერცოგის შეხვედრები ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან აპოლიტიკური იყო.

უილიამი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი წევრია, რომელიც რეგიონში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

დღის ამბები