05 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ევროკავშირის სამიტზე მიგრანტთა საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის სამიტზე 15 საათიანი მოლაპარაკების შედეგად, ლიდერებმა მიგრანტთა საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს.

გარიგების თანახმად, მიგრანტთა ახალი ცენტრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათი სურვილის საფუძველზე გაიხსნება. გარდა ამისა, განსაზღვრავენ არარეგულირებადი  მიგრანტების ვინაობას და უკან დააბრუნებენ.

ასევე, მიგრანტებს შეეზღუდებათ ერთიდან მეორე ქვეყანაში გადაადგილება და გამკაცრდება საზღვარზე კონტროლი.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ თურქეთისთვის მეორე ტრანშის გამოყოფაზე, რაც 3 მილიარდი ევრო იქნება.

მიგრანტების გადანაწილებას და მხარდაჭერას ევროკავშირისგან იტალია მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამიტის ყველა გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებით იმუქრებოდა.

ევროკავშირის ოფიციალურ სამიტზე, მიგრანტების კრიზისის პრობლემის გადაჭრაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. კრიზისი რამდენიმე კვირის წინ ახალი ძალით გამწვავდა, როდესაც იტალიამ უსაბუთო მიგრანტების სამაშველო გემებს პორტები დაუხურა.

დღის ამბები