05 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა აქცია მასობრივი დაპატიმრებებით დასრულდა

ვაშინგტონში, ასობით ადამიანი შეიკრიბა კაპიტოლიუმის შენობასთან და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელმაც დონალდ ტრამპის განკარგულება ძალაში დატოვა.

ამ განკარგულების თანახმად კი ხუთი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.

აქციაში კონგრესის წევრები და მსახიობებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო სიუზენ სარანდონიც.

შეკრება არასანქცირებული იყო და პოლიციამ 570 დემონსტრანტი დააპატიმრა. პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს კონგრესის ერთი წევრიც.

დღის ამბები