05 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სირიის საკითხზე გარიგებისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუს კოლეგას ისეთ პირობებს შესთავაზებს, რომელიც ვაშინგტონს სირიიდან უმოკლეს ვადებში ამერიკული ჯარის გაყვანის საშუალებას მისცემს.

საუბარია ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში ე.წ. დახურულ ზონაზე. ტრამპის გეგმის თანახმად, სირიის სამთავრობო ძალებმა, რუსეთის მხარდაჭერით იორდანიის მოსაზღვრე რეგიონზე კონტროლი უნდა დაამყარონ, რის შემდეგაც ამერიკა ჯარს გაიყვანს, სანაცვლოდ კი მოსკოვმა ვაშინგტონს მეამბოხე ძალების უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცეს და სირიაში ირანის მხარდაჭერით მოქმედი ძალების გავლენა უნდა შეასუსტოს.

CNN-ის ცნობით, ამ ინიციატივას, დონალდ ტრამპი რუს კოლეგას 16 ივლისს ჰელსინკში დაგეგმილ შეხვედრაზე გააცნობს.

დღის ამბები