05 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
რუმინეთში განგაშის "ყვითელი დონე " გამოცხადდა

გადაუღებელ წვიმას რუმინეთში ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. ძლიერი წვიმის გამო მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე დასახლებები დატბორა.

ყველზე მეტად სტიქიამ მოლდოვასთან მოსაზღვრე რეგიონი დააზარალა. წყლის ნაკადმა 500-ზე მეტი სახლი დააზიანა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.

ჩაიკეტა ცენტრალური მაგისტრალები. მეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას არ ელოდებიან. რეგიონში ამ დრომდე წვიმს, რის გამოც რეგიონში განგაშის "ყვითელი დონე" გამოცხადდა.

რისკის ზონაში მოლდოვა და თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორია მოხვდნენ.

დღის ამბები