05 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების რეზინის ნავი ჩაიძირა - 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ევროკავშირის მიერ მიგრანტთა საკითხზე კომპრომისული შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე საათში ხმელეთაშუა ზღვაში მორიგი ტრაგედია მოხდა.

ლიბიის სანაპიროსთან რეზინის ნავი ჩაიძირა, რომლითაც მიგრანტები ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი. მაშველებმა მხოლოდ 14 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

პარალელურად, ლიბიის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ქვეყანაში მიგრანტების კიდევ ერთი გემი დააბრუნეს. ბორტზე 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ზღვაში დაკავების შემდეგ, ისინი ტრიპოლის საზღვაო ბაზაზე გადაიყვანეს.

დღის ამბები