05 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
"ვნახოთ" - ტრამპი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებაზე

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ყველაფერზე ისაუბრებს.

შეერთებული შტატების ლიდერმა ჟურნალისტების შეკითხვებს ნიუ-ჯერსიში გამგზავრებისას თვითმფრინავის ბორტზე უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას შეეხებოდა.

"ვნახოთ," - ასე უპასუხა ჟურნალიტს დონალდ ტრამპმა და ნახევარკუნძულის ანექსიაზე პასუხისმგებლობა კვლავ ბარაკ ობამას დააკისრა.

ტრამპის თქმითვე, ის რუს კოლეგასთან სირიის კრიზისსა და შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევის საკითხსაც განიხილავს.

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ჰელსინკიში 16 ივლისს შეხვდებიან.

დღის ამბები