05 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
თავდამსხმელს, რომელმაც მერილენდის გაზეთის რედაქციაში 5 ადამიანი მოკლა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

თავდამსხმელს, რომელმაც მერილენდის გაზეთის რედაქციაში 5 ადამიანი მოკლა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მოსამართლემ 38 წლის ჯაროდ რამოსს, გირაოს მოთხოვნის გარეშე, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯა.

გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, თუმცა, მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო.

ჯაროდ რამოსი გაზეთის რედაქციაში ორი დღის წინ შეიჭრა და 5 თანამშრომელი მოკლა. პროკურორის განცხადებით, თავდამსხმელმა შენობის გასასვლელიც ჩახერგა, რომ ადამიანებს გაქცევის საშუალება არ ჰქონოდათ. 

დღის ამბები