05 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
სავაჭრო ტარიფების გამო, კანადა შეერთებულ შტატებს საპასუხო ზომებს უწესებს

სავაჭრო ტარიფების გამო, კანადა შეერთებულ შტატებს საპასუხო ზომებს უწესებს.

ახალი გადასახადები დაწესდება 16 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციის იმპორტზე, მათ შორის, იოგურტზე, კეტჩუპზე, ყავაზე, წვენებსა და ტუალეტის ქაღალდზე.

ახალი ტარიფები ხვალიდან შევა ძალაში.

კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ოტავას სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

კანადის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების ახალი ტარიფების გამო დაზარალებული ფოლადისა და ალუმინის მწარმოებელი კომპანიების მხარდასაჭერად 2 მილიარდი დოლარიც გამოყო.

დღის ამბები