04 მაისი 2024,   19:24
ვრცლად
"სამართლებრივი შეცდომაა და კანონის იგნორირებაა, პირის მიმართ დევნის დაწყების მოთხოვნა" - ბესელია საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაზე 

მოზარდების მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის ორ რეკომენდაციას, რომელიც მიხელ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას და კონფლიქტში მონაწილე მესამე პირის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ეხება, დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს გამოძიება, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნის მოთხოვნის უფლებამოსილება არ აქვს.

„გამოძიების დაწყების უფლება კომისიას აქვს, მაგრამ ამას, როგორც წესი აკეთებენ შეჯამების და ანალიზის შემდეგ, არა დასაწყისში. თუ უკვე რეკომენდაციას ვიძლევით, რაღას ვიკვლევთ.
მე მგონია, რომ ეტაპებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ აჩვენოს კომისიამ რომ ის ობიექტურია და მეორე ძალიან დიდი სამართლებრივი შეცდომაა და კანონის იგნორირებაა, პირის მიმართ დევნის დაწყების მოთხოვნა კონკრეტული კვალიფიკაციით, ჩვენ არც მოსამართლეები ვართ და არც პროკურორები ვართ.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს კომისიის მანდატი. მე ვიცი რა სისხლის სამართლის პროცედურებია და მიმაჩნია, რომ ამგვარად საკითხის დასმა არ არის სწორი“-აცხადებს ბესელია.

დღის ამბები