22 დეკემბერი 2024,   16:06
ვრცლად
სვანეთში ამინდის გაუარესებას ელოდებიან და სტიქიის განმეორებას არ გამორიცხავენ

ჭუბერში ამ დროისთვის დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება ხდება. დღეს სვანეთში წვიმას ელოდებიან, რის გამოც სტიქიის განმეორების საფრთხე რჩება. 

ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია საგანგებო შტაბის წევრებმა გაავრცელეს.

ჭუბერის მოსახლეობის ერთი ნაწილი ამ დრომდე მოწყვეტილია გარესამყაროს. მოსახლეობა ჭუბერის ზემო ნაწილიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. თუმცა,  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, თუ სტიქია ისევ განმეორდა, სოფლის ერთ ნაწილში ჩარჩენილ მოსახლეობას გამოიყვანენ.

მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად წაღებულია ხიდები და მაღალი გამავლობის ავტომობილებიც ვერ ახერხებენ გადაადგილებას.

როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე წუთში ადგილზე პრემიერს ელოდებიან, მამუკა ბახტაძე საგანგებო თათბირს გამართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები