22 დეკემბერი 2024,   16:05
ვრცლად
"კარგი ოჯახი ერთ საათში მიწასთან გასწორდა" - ჭუბერში ორმა ოჯახმა სახლები დატოვა

ჭუბერში, სადაც სტიქია მძვინვარებს, წყლის დონემ მოიმატა. ყველაზე რთული ვითარება იმ ტერიტორიაზეა, სადაც მდინარის კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. უხვი წყლის შედეგად ჩამოტანილმა ხეებმა მდინარის კალაპოტი გაანგრია და ორ სახლს დატბორვა ემუქრება.

საცხოვრებელი სახლების ეზოში წყალი შევარდა. ადგილობრივებს სახლიდან ავეჯის გამოტანაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ეხმარებიან.

ცინდელიანებისა და ჩხეტიანების ოჯახებმა სახლები დატოვეს და თავი ნათესავებს შეაფარეს.

„დილიდან გადმოვარდნილი იყო წყალი, მეზობლის მიწა წაიღო, შემდეგ აქეთ შემოვარდა წყალი... კარგი, დიდებული ოჯახი ერთ საათში მიწასთან გასწორდა,“- აცხადებენ ადგილობრივები.

ამავე თემაზე
დღის ამბები