22 დეკემბერი 2024,   15:44
ვრცლად
"თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია „უკიდურესად უარყოფითი“ იქნება" - პუტინი

"თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია „უკიდურესად უარყოფითი“ იქნება" - ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.  

რუსეთის პრეზიდენტს ოკუპირებული ქვეყნების შესახებ შეკითხვა ჟურნალისტმა დაუსვა და პირდაპირ ჰკითხა, რა რეაქცია ექნება მოსკოვს ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში.

ვლადიმერ პუტინმა შეკითხვას ღია მუქარით უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ინფრასტრუქტურის მიახლოვებას კრემლი პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.

„ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება კონსესუსით მიიღება, მაგრამ გაწევრიანებამდე, ჩრდილო -ატლანტიკური ალიანსის შეთანხმების თანახმად, ნატო-ს ცალკეულ წევრებთან ორმხრივი თანამშრომლობაც შესაძლებელია. ასე მოხდა პოლონეთისა და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც დღეს შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სტრატეგიული ელემენტების განთავსება ხდება. ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენს საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოვება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს და ჩვენ ამას უკიდურესად უარყოფითად აღვიქვამთ,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები