22 დეკემბერი 2024,   16:26
ვრცლად
მინდია გორაძეს (ლავას ოღლის) შს სამინისტრომ დაატოვებინა ქვეყანა, მას სურს სასამართლოს დაესწროს - ადვოკატი

მინდია გორაძისთვის ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობისთვის დაუსწრებლად ბრალის წარდგენის მიზეზი გაურკვეველია ადვოკატისთვის. 

გორაძის ადვოკატი აცხადებს, რომ გორაძეს წარსულში წარდგენილი ბრალი ვერ დაუმტკიცდა, რის გამოც ის პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა მისი სასამართლო პროცესები მიმდინარებს. 

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ბათუმში გორაძის წინააღმდეგ სასმართლო პროცესების მიმდინარეობის მიუხედავად ბრალდებულმა ქვეყნის დატოვება შეძლო, უფრო მეტიც, კობაიძის განცხადებით, გორაძეს ქვეყანა შს სამინისტრომ დაატოვებინა.

ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა გახდა ახალი საქმის დაწყების მიზეზი. კობაიძის ინფორმაციით, ლავას ოღლის საცხოვრებელ სახლში დეს დილით ჩხრეკაც ჩატარდა.

„ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა ცხრა თვის ვადაში, რომ დაემტკიცებინა ბრალი მინდია გორაძისთვის,ამიტომაც მოხდა ის რომ პროცესები დღემდე გრძელდება.

თავისი ნება იყო დასწრებოდა პროცესს, თუმცა სამწუხაროდ შს სამინისტრომ მას უთხრა, რომ უნდა დაეტოვებინა საზღვარი.

შს სამინისტრომ დაატოვებინა ქვეყანა, მას სურვილი აქვს დაესწროს პროცესებს, მაგრამ შსს ამის საშუალებას არ აძლევს,“-ამბობს ადვოკატი.

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა,  ლავას ოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დღის ამბები