ბიზნესმენმა გიორგი სოზაშვილმა დაკავებამდე კრიმინალური პოლიცია უფლებამოსილების გადამეტაბაში დაადანაშაულა. იგი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ის კრიპტო-ვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ელექტროენერგიას იპარავდა და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრალდებას, რის გამოც გამოც გამოძიება დაიწყო, პროვოკაციად მიიჩნევს. საპირისპიროს ამტკიცებენ კომპანიაში. დღის ბოლოს ის ნაფეტვრებში იმ ტრანფორმატორთანაც იმყოფებოდა, საიდანაც მას ელექტროენერგიის მოპარვაში ადანაშაულებენ.
"აქედან ვიპარავდი დენს მე, რომ ამოვედი დამხვდა ფაქტი რომ ბოქლომი არის დაზიანებული, გული აქვს გამოცლილი მთლიანად და არის დაკეტილ მდგომარეობაში. აქედან კაბელი როგორ გამომაწოდეს მე ქვევიდან, როგორ ჩამიჭრეს მე დენი, ბოქლომი როგორ გახსნეს, ეს გაფუჭებული ბოქლომი?" -აცხადებს სოზაშვილი
კითხვაზე იხდიდა თუ არა ის რაიმე თანხას ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად, სოზაშვილი პასუხობს:
"ენერგო-პროს ვუხდიდიდთ 1000 ლარს, შემდეგ მოვიდნენ და თქვეს, რომ 1000 ლარი არ გვყოფნისო, გვინდა 1500 ლარიო, რაზეც ჩვენ ვუთხარით უარი, იმათმა გვითხრეს რომ ჩავჭრითო და ჩვენ დავუდასტურეთ-კი ბატონო, ჩაჭერითთქო,"-განმარტავს სოზაშვილი.
მის ბრალდებებს პასუხობენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში" და აცხადებენ, რომ ბიზნესმენს არანაირი თანხა არ აქვს გადახდილი.
"დატაცების ფაქტის აღმოჩენსითანავე პოლიციამ დააფიქსირა ეს ფაქტი და ადმინისტრაციული ოქმიც დაიწერა ამის შესახებ. აბსურდია იმაზე საუბარიც რომ თითქოს ჩვენმა თანამშრომლებმა იცოდნენ და ჩვენმა თანამშრომლებმა დააერთეს ის ტრანსფორმატორზე. ასევე მას არანაირი თანხა არ აქვს არსად გადახდილი. ყოველ შემთხვევაში ჩვენს თანამშრომლებთან და "ენერგო-პრო ჯორჯიაში,"-აცხადებს ”ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ავთანდილ დვალიშვილი.