საპატრიარქოს ინიციატივას გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო, მომხრეები მმართველ გუნდშიც ყავს. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატია გუგული მაღრაძე. მისი თქმით, თუ სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება გააგრძელა, როგორიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა, შესაძლოა, უმრავლესობამ გარკვეულ ცვლილებებზე მსჯელობა მართლაც დაიწყოს.
„თუ ახლა ხშირი იქნა ის შემთხვევები, რომ ჩვენ მმართველი უმრავლესობა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავდექით ჩვენ მოსახლეობასთან მაშინ ალბათ უნდა გადავხედოთ გარკვეულ საკითხებს,“-განაცხადა გუგული მაღრაძემ.
ოპოზიცია კი ინიციატივას ჩატარდეს რეფერენდუმი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ, არასერიოზულად მიიჩნევს.
„საკონსტიტუციო სასამართლო არის დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნას არ ეთანხმება ენმ-ს.
„სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტება იმ გზით, რომ რაღაც შანტაჟი მოხდეს სახელისუფლებო შტოების ნამდვილად არ არის მართებული,“-განაცხადა კოტე იოსელიანმა.