იუსტიციის საბჭოს ყოფილ მდივანს და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს სჯერა, რომ ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.
იუსტიციის უმაღლესი ყოფილი მდივანი გამორიცხავს, რომ გვენეტაძის გადაწყვეტილების მიზეზი სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა, საბჭოს წევრების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ან რომელიმე კონკრეტული საქმე გამხდარიყო.
მურუსიძე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მას ასევე არ აქვს ინფორმაცია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხელ ჩინჩალაძისა და ნინო გვენეტაძის დაპირისპირების შესახებ.
რაც შეეხება სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას, მურუსიძე ამის შესახებ გაკეთებული განცხადებებს, სპეკულაციას უწოდებს.
„მე როგორც ვიცი ბოლოს, იყო მთელი რიგი საკითხები, რაზეც კონსენსუსი იქნა მიღწეული და რაღაც დაძაბულობას და ურთიერთობის გამწვავებას ადგილი არ ჰქონია. არავითარი კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში არ არსებობს. თავიდან რა თქმა უნდა იყო გარკვეული უხერხული მომენტები ჩვენი წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი პიროვნული ინტერესები გვერდზე იყო გადადებული და რეალურად ვფიქრობდით ჩვენ სასამართლო ინტერესებიდან გამომდინარე,“-განაცხადა ლევან მურუსიძემ.