17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
ის დაკავებულია ეს სრულიად საკმარისია, იმისთვის რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, კვალიფიკაცია შეეცვალოს - გახარია სუბელიანზე

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დასმულ კითხავზე - განიხილება თუ არა, მირზა სუბელიანის მიმართ ახალი გამოძიების დაწყება, რომელიც დაადგენს ცდილობდა თუ არა სუბელიანი გამოძიებაზე ზეწოლის მოხდენას, შს მინისტრი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

გიორგი გახარიას თქმით, სუბელიანი ისედაც დაკავებულია და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. გახარია ამბობს, რომ თუ გამოძიების ფარგლებში დადგინდება მირზა სუბელიანის გავლენა გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე, მას ბრალი გადაუკვალიფიცირდება.

„მირზა სუბელიანი, რომელიც რეალურად არ ვიცოდი ვინ იყო და რას წარმოადგენდა ამ საქმესთან ვინც აკავშირებს შვილი და ნათესავები არიან ერთეულები იმ მცირეოდენ ადამიანებში ვინც თანამშრომლობდა მაშინაც და დღესაც გამოძიებასთან.

„მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ის არის დაკავებული ეს სრულიად საკმარისია, იმისთვის რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს,“- განაცხადა შს მინისტრმა.

მირზა სუბელიანს ბრალი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის გამო აქვს წარდგენილი და ის მას შემდეგ დააკავეს, რაც პერმანენტული აქციების შემდეგ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიება შს სამინისტრომ სრულად გადაიბარა. 

დღის ამბები