17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
„ყველაფერი არის ტყუილი" - ტერორიზმთან კავშირსა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულის ოჯახის პირველი კომენტარი  

საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილის ოჯახის წევრები, “კურიერთან“ პირველ კომენტარს აკეთებენ. დაკავებულის მამა თენგიზ ტოღოსაშვილი მისი შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმე შეკერილია.

„ყველაფერი არის ტყუილი. არ ვიცი რა ინტერესი აქვთ. პანკისის ხეობაში რა ინტერესი აქვთ არ იცით?! ორი ღამე მუშაობდა დღე და ღამე და მერე იქიდან სად უნდა ჰქონოდა კავშირი. იწვა და ეძინა. არაფერი არ ვიცი. ჯერ ჩვენ გვითხრეს რომ ვითომ ტყვიები ამოიღეს და სახლიდან არაფერი არ ამოუღიათ. სადაც მუშაობდა იქ რა ამოიღეს რა არ ამოიღეს ეგ არ ვიცი,“-განაცახდა თენგიზ ტოღოსაშვილმა.

დაკავებულ ტოღოსაშვილს ოფიციალურად ბრალი საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარებისა და მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს.

ბრალდებულის მამის თენგიზ ტოღოსაშვილის განცხადებით, მისი შვილი პანკისში წელიწადში ერთხელ ჩადიოდა. მისივე თქმით პანკისში ცხოვრობდნენ მალხაზ ტოღოსაშვილის ბიძაშვილები, რომლებიც უკვე ცოცხლები აღარ არიან. 

"რამადანი, რომ მთავრდებოდა მაშინ ერთი დღით, ორი დღით და მოდიოდა. სატელეფონო კავშირი ჰქონდა,"-განაცხადა თენგიზ ტოღოსაშვილმა

საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილი შაბათს, წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები