17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
"ჩემი ძმა იყო ტყვეობაში და წამების შემდეგ დახვრიტეს იმიტომ, რომ არ შედგა ქართულ დროშაზე"-დაღუპულ ჯარისკაცებს ახლობლები იხსენებენ

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან იმყოფებიან აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების მშობლები და ახლობლები. ისინი იმ დღეებს იხსენებენ, როდესაც მათი ოჯახის წევრები ომში წავიდნენ თუმცა უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს.

„ჩემი ძმის გარდაცვალების რიცხვი ზუსტად არ ვიცი. ჩემი ძმა იყო ტყვეობაში და იქ წამების შემდეგ დახვრიტეს. 12 ბიჭთან ერთად იყო. მე ვიცი, რომ ჩემი ძმა არ შედგა ქართულ დროშაზე, იმ ქართულ დროშაზე, რომელიც მე მხარზე მიკეთია და ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი სიწმინდე და ამ სიწმინდეს აუცილებლად გავუფრთხილდები და დავიცავ,“-განაცხადა აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის დამ სოფო სოფრომაძემ. 

დღის ამბები