17 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი 

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. ამის შესახებ განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გააკეთა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი საბოლოოდ მოგვარდეს.

„დღეს არის რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავი, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ათი ათასობით ადამიანი დაშავდა. გვყავს ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი, ვისაც დღემდე არ ეძლევა დაბრუნების საშუალება და ომის შედეგები დღემდე აწუხებთ. ამ ომის შემდგომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს ნამდვილად სამწუხარო ვითარებაა. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რომ ეს კონფლიქტი საბოლოოდ მოგვარდეს,“-განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები