17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
სამი ღამეა არ გვძინებია სახლში, ქუჩაში ვათენებთ და ვაღამებთ - ხობში სტიქიას ებრძვიან და დახმარებას ითხოვენ

ძლიერი წვიმა ხობში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ხობში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და ერთ-ერთი ქუჩის მცხოვრებლები განსაკუთრებით დაზარალდნენ. რამდენიმე ოჯახს ღამის გათენება მიკროავტობუსში მოუწია. ისინი ამბობენ, რომ მეწყერის საშიშროების წინაშეც დგანან.

მოსახლეობა ჰყვება, რომ ამ დრომდე მათთან არავინ მისულა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

„სამი ღამეა, არ გვძინებია სახლში, ქუჩაში ვათენებთ და ვაღამებთ. სასწრაფოდ გვესაჭიროება დახმარება, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, ამ წუთსაც ვიყავით მერთან და საერთოდ არ გამოჩნდა, დაგვემალა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დღის ამბები