17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშილი სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული

მალხაზ მაჩალიკაშილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამას უწყებაში 12:00 საათისთვის ელოდებიან.

ის, სავარაუდოდ, მოწმის სტატუსით გამოიკითხება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით იბარებენ მას საგამოძიებო ორგანოში.

უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ საქმე ერთ-ერთ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, სადაც ის სუს-ის წინ თავის აფეთქებაზე საუბრობდა, თუმცა ამ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები