17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა და გატაცებული გემი - გემ "პანტელენას" 17 ქართველი მეზღვაური თავს უსაფრთხოდ გრძნობს

შეიარაღებულ თავდასხმას გადარჩენილი ეკიპაჟის წევრები ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. გემი პანტელენა, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ტოგოს რესპუბლიკაში ლომეს პორტში შევიდა.

ქართული მხარის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროებების ნივთებით. მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეიარაღებული თავდასხმა გემის ეკიპაჟზე, გაბონის ტერიტორიულ წყლებში მოხდა, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს.

მოლაპარაკებებს და გატაცებული გემის გასათავისუფლებლად საჭირო ღონისძიებებს, საქართველოს საგარეო და ეკონომიკის სამინისტროები, სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში აწარმოებდნენ.

მეზღვაურების ოჯახის წევრებს აჭარის მთავრობის მეთაური შეხვდა. 

დღის ამბები