მეკობრეებისგან გათავისუფლებული 17 ბათუმელი მეზღვაური შესაძლებელია, საქართველოში ამ ეტაპზე არ დაბრუნდეს და გემზე მუშაობა გააგრძელოს.
ეს განცხადება დამსაქმებელ კომპანია იალქანში გააკეთეს.
კომპანიის მენეჯერი, ანჟელა ოგანესიანი, ამბობს, რომ ეს მთლიანად ქართველი მეზღვაურების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
მენეჯერი ამბობს, რომ გუშინ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა მეზღვაურებთან. ისინი კარგად არიან, თუმცა, მეკობრეებმა გემი მთლიანად გაძარცვეს, წაართვეს პირადი ნივთებიც და მხოლოდ ერთი ტელეფონით შეძლეს დაკავშირება.
შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა გემის ეკიპაჟზე გაბონის ტერიტორიულ წყლებში მოხდა, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს.