17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"როდესაც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდოამრის კანდიდატი არ წარადგინა მან ყველანაირი შანსი გააქრო" - ოლიკო შერმადინი

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, თავი არ აარიდოს მის კონსტიტუციურ მოვალეობას და დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა.

როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი კანდიდატურის დასახელებას აღარ აპირებს. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

პრეზიდენტმა ვარაუდი გამოთქვა, რომ  ქართული ოცნება მის მიერ წარდგენილ პირს არ დაუჭერს მხარს. ამ შემთხვევაში კი უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უკვე იუსტიციის საბჭომ უნდა შეარჩიოს, რასაც განსაკუთრებულ საფრთხედ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას იქიდან გამომდინარე, ისინი არ იყვნენ კონსტრუქციულები ამ ფორმატში და მათ განაცხადეს, რომ არ ჩაერთვებოდნენ  კონსულტაციებში. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტსაც იმიტომ, რომ მხოლოდ ის არის უფლებამოსილი ჯერჯერობით, რომ წარადგინოს კანდიდატი და როდესაც მან ეს კანდიდატი არ წარადგინა და უარი თქვა ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე, რეალურად  მან ყველანაირი შანსი გააქრო იმის, რომ კანდიდატი დამტკიცებულიყო,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტმა, ოლიკო შერმადინმა.

პრეზიდენტს მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებს ლიბერალური აკადემია - თბილისის დირექტორიც.

ლაშა ტუღუში ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ სასამართლოს ჰყავდეს კარგი თავმჯდომარე.

„იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტო მობრუნდება პროცესში, მე ვფიქრობ, რომ მას ექნება სერიოზული მხარდაჭერა,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

დღის ამბები