19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს

სამოქალაქო სექტორი მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობასა და პროცედურების დახვეწას ითხოვს.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრების შეფასებით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები არა ფარული კენჭისყრით, არამედ ქულების მიხედვით უნდა შეირჩნენ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მათი აზრით, ეს საკითხი ფართო განხილვის საგნად უნდა იქცეს და ამ პროცესში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარდა, საზოგადოების ჩართვაც მნიშვნელოვანია.

კოალიციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.

„გამჭვირვალე უნდა იყოს პროცესი, გასაჩივრების მექანიზმები უნდა დაიხვეწოს აუცილებლად და უფრო ეფექტური უნდა იყოს. ასევე, ქულათა სისტემით უნდა მოხდეს დანიშვნა და არა კენჭისყრით. ფართო საზოგადოების განხილვის საგანი გახდეს ის კანდიდატები, რომლებიც წარდგენილი იქნებიან ჯერ საბჭოსა და შემდეგ პარლამენტის წინაშე,“ - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, თამთა კახიძე.

 

დღის ამბები