22 დეკემბერი 2024,   16:27
ვრცლად
აფეთქება ფოთში - ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა 

ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მამაკაცი, რომელიც მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფოთის ცენტრში F-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ადგილზე ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველი რჩება როგორ აღმოჩნდა ქალაქის ცენტრში ქვეითსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, რომლის აფეთქებასაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამავე თემაზე
დღის ამბები