22 დეკემბერი 2024,   15:44
ვრცლად
თანამშრომელთა გათავისუფლება - საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს სამმხრივი შეხვედრა გაიმართება 

საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს სამმხრივი შეხვედრა შედგება.  ძალაში რჩება პროფკავშირის მოთხოვნა, სამუშაო დოკუმენტის შექმნის შესახებ, რომელმაც დასაქმებულთა უფლებები უნდა დაარეგულიროს.

იმ შემთხვევაში თუ მენეჯმენტი ასეთი დოკუმენტის მომზადებას მხარს არ დაუჭერს, ეს პროფკავშირებისთვის იქნება დასტური, რომ მაუწყებელზე ძველი კადრების ახლით ჩანაცვლება იგეგმება.

მაუწყებლის პროფკავშირების წევრები დღესვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან, ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრას გეგმავენ. ისინი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გააცნობენ.

„ჩვენ გვინდა საშტატო განრიგი, გაწერილი შეფასების დოკუმენტი, თუ რატომ რის ნიადაგზე, რა დააშავეს ამ ადამიანებმა. იმ ფონზე როდესაც სხვა ადამიანები ემატებიან ორგანიზაციას, რატომ ტოვებენ ორგანიზაციას ძველი, კვალიფიციური თანამშრომლები. საქმე გვაქვს არაკანონიერ დათხოვნასთან, არაკანონიერ შეთავაზებასთან,“-განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.

დღის ამბები