22 დეკემბერი 2024,   16:06
ვრცლად
შეესაბამება ყველა იმ ამოცანას, რომელიც საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს - საპარლამენტო უმრავლესობა ზურაბიშვილზე

ღირსეული, გამოცდილი და პრეზიდენტობისთვის შესაბამისი - ასე აფასებს მმართველი გუნდი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

ოპოზიცია კი "ქართულ ოცნებას" არჩევანს უწუნებს და ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებებს იხსენებს, სადაც ის 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსულ რიტორიკას იმეორებდა.

მიუხედავად ამისა საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს უნიკალური გამოცდილება აქვს და შესაბამისი კანდიდატია. 

"ქალბატონ სალომეს გარდა იმისა, რომ მას აქვს უნიკალური გამოცდილება, ის არის ძალიან პრინციპული ადამიანი. ვთქვით, რომ ჩვენთვის ღირებულია, რომ პრეზიდენტი იყოს არა „ქართული ოცნებიდან“, ანუ არ ჰქონდეს ჩვენთან მიმართებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინაიდან პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი ახალი კონსტიტუციის მიხედვით არის მაქსიმალურად დისტანცირებული ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე არის ის ადამიანი, რომელსაც ერთის მხრივ აქვს ძალიან ძლიერი გამოცდილება, მეორეს მხრივ ის თავის პრინციპულობით დაიცავს იმ დისტანციას, რომელიც ჩვენთვის არის“ - აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში შეთანხმდება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის ფორმა, რათა ის ჩაჯდეს კანონით შესაბამის ნორმებში.

„ჩვენ ვუჭერთ ამ კანდიდატს მხარს იმიტომ, რომ ის გახლავთ წარმოდგენილი სპექტრიდან სწორედ ის, ვინც თავისი კრიტერიუმებით შეესაბამება ყველა იმ ამოცანას, რომელიც საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები