22 დეკემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ნატოში საქართველოსთვის ფანჯარა მოკლე დროში გაიღება, ის ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს - ესტონეთის პრეზიდენტი 

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის ფანჯარა უახლოეს მომავალში გაიხსნება. საქართველოში ვიზიტით მყოფი კერსტი კალიულაიდი „რუსთავი2“-თან ექსკლუზიური ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან არ უნდა გადაუხვიოს.

„საქართველომ იბრძოლა, რომ დაკარგული დრო აენაზღაურებინა, რადგან უფრო ადრე შეეძლო იმ რეფორმების გატარება, რომელსაც ახლა ვხედავთ. შესაძლოა უფრო სწრაფი ყოფილიყო კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესი, მაგრამ საქართველო ახლა ხომ აკეთებს?! -ქვეყანა უნდა შეაფასო მიღწევების მიხედვით.

"საქართველო ის სახელმწიფოა, რომელიც ევროპას ეკუთვნის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს ვისთან დაამყაროს ურთიერთობა და რამდენად მჭიდრო ურთიერთობა სურს. საქართველოსთვის ფანჯარა მოკლე დროში გაიღება და ის ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს“- ამბობს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს.

დღის ამბები