22 დეკემბერი 2024,   16:04
ვრცლად
კანაფის კულტივაციის საკითხზე, მინდა გითხრათ, რომ აქ საერთოდ არ არის საუბარი ნარკოტიკებზე - დავით მათიკაშვილი

„რაც შეეხება მცენარე კანაფის კულტივაციის საკითხს, მინდა გითხრათ, რომ აქ საერთოდ არ არის საუბარი ნარკოტიკებზე, აქ არის საუბარი სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციასა და მის ექსპორტზე,“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ,  დავით მათიკაშვილმა განაცხადა. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში მარიხუანის მოხმარების შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მათიკაშვილის თქმით, ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება დაინტერესებულ ჯგუფებთან, მათ შორის საპატრიარქოსთან.

„ამ კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია იმისთვის, რომ ჩვენ ფართოდ გავხსნათ კარი და ფართოდ შევიდეთ დიალოგში ყველა დაინტერესებულ პირთან, განსაკუთრებით საპატრიარქოსთან,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები