22 დეკემბერი 2024,   16:15
ვრცლად
“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, წალკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, წალკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ადგილობრივები  მძიმე სოციალურ ფონს და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უჩივის.

ისინი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რაიონში დღემდე გადაუჭრელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები.

“ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება უკეთესობა, ამიტომ 28 ოქტომბრის არჩევნები ეს არის ხალხის შესაძლებლობა აირჩიოს უკეთესი ხვალინდელი დღე და შეცვალოს დღევანდელი ძალიან მძიმე რეალობა. ეს არის ხალხის შესაძლებლობა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც არ გამოიკეტება კაბინეტში, რომელიც არ იტყვის, რომ არ ეხება ხალხის პრობლემა და გაჭირვება და რომელიც იმუშავებს იმისთვის, რომ ხალხის პრობლემები მოგვარდეს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები