22 დეკემბერი 2024,   15:58
ვრცლად
შეხვედრა შედგა 2017 წელს და "იბერია"ნახსენები არ ყოფილა - ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე საუბრობს

ტელეკომპანია “იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერზე განმარტება ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა გააკეთა.

ზაზა ხატიაშვილი ადასტურებს, რომ ვანო ჩხარტიშვილს, ზაზა ოქუაშვილსა და ირაკლი ჩუბინიშვილს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა, თუმცა მისი მტკიცებით ეს შეხვედრა 2017 წელს გაიმართა და მასზე თამბაქოს ბიზნესის ჩიხიდან გამოყვანის გზებს განიხილავდნენ. ტელეკომპანია იბერიაზე კი საუბარი არ ყოფილა.

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებ სქემას, ჩხარტიშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს გეგმა "ომეგა ჯგუფის" დიდი ვალის გამო ჩაიშალა, რადგან კომპანია მის გადახდას ვერ ახერხებდა.

"ეს შეხვედრა მართლაც შედგა 2017 წელს. შეხვედრა ეხებოდა ბიზნესგარემოდან გამომდინარე ორი ყველაზე მსხვილი ქართული საწარმოს სავარაუდო ან შესაძლო გაერთიანებას. შეხვედრის მიზანი იყო ქართული საწარმოების გადარჩენა იმ ფინანსური კრიზისისაგან, რომელიც გამოიწვია იმ დროისათვის არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობას. არანაირი ჩანაწერი არ შეიძლება არსებობდეს, რომ იყო რაიმე საუბარი ტელეკომპანია იბერიასთან მიმართებაში. თხოვნა მექნება, თუ შეიძლება, ჩემს კლიენტს ვანო ჩხარტიშვილს ამ პროცესთან ნუ დააკავშირებთ,“- აცხადებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

დღის ამბები