22 დეკემბერი 2024,   16:17
ვრცლად
გამოკითხულთა 41% საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს ხმას არ მისცემს - Edison Research

„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research დაინტერესდა თუ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემს ხმას არცერთ შემთხვევაში.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 41% ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 29% მხარდაჭერას აუ გამოუცხადებს „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს, 16% - „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს - შალვა ნათელაშვილს, 13% - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, 11% - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს და ასევე 11% არ მისცემს ხმას „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით უსუფაშვილს.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები