22 დეკემბერი 2024,   16:21
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიის ორივე ქმედება ეჭვქვეშ აყენებს მარეგულირებლის ინსტიტუციურ მიუკერძოებლობას - "გამჭვირვალობა-საქართველო"

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კომისიის მიერ „რუსთავი 2"-ზე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი დროის კრიტიკა და მოთხოვნა, რომ მაუწყებლებმა სამი სარეკლამო რგოლი ეთერიდან ამოიღონ, მარეგულირებლის ინსტიტუციურ მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის წერილში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებსაც ხედავს.

"კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აკრიტიკებს „რუსთავი 2"-ზე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილ დროს, ხოლო ცალკე წერილში მაუწყებლებში გასაშვები რეკლამების შინაარსს. იმავე დღეს, კომისიის თავმჯდომარე წერილებს უგზავნის ყველა მაუწყებელს და სამაუწყებლო ბადიდან სამი სარეკლამო ვიდეორგოლის ამოღებას სთხოვს მათი კანონთან შეუსაბამობის მოტივით. მიგვაჩნია, რომ ორივე ქმედება ეჭვქვეშ აყენებს მარეგულირებლის ინსტიტუციურ მიუკერძოებლობას და შეიცავს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ," - ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები