21 დეკემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ენმ ყვარლის ნომერ მეოთხე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარედ დისციპლინური გადაცდომის მქონე პირის არჩევას აპროტესტებს

ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნომერ მეოთხე უბანზე კომისიის თავმჯდომარედ დისციპლინური გადაცდომის მქონე პირის არჩევას ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს.

ნიკოლოზ ავაზაშვილს დარღვევა გასულ არჩევნებზე დაუფიქსირდა.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ავაზაშვილი ნეიტრალური ვერ იქნება, რადგან მათ მიერ წარდგენილ ვიდეომასალაში ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ოპოზიციას აკრიტიკებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საჩივრით უკვე მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და ავაზაშვილის თავმჯდომარეობიდან გაწვევა მოითხოვეს.

„ხელსუფლება აპირებს, რომ გააყალბოს არჩევნები და ამ შემთხვევაშიც, ბატონი ნიკოლოზი აირჩიეს ვითომ კონკურსის წესით და ის არის ჩვეულებრივად ქართული ოცნების აქტივისტი, რომელიც არის მომზადებული იმისთვის, რომ მეოთხე საარჩევნო უბანზე გააყალბოს არჩევნები,“ - განაცხადა ბოტკოველმა.

ბრალდებას საოლქო კომისიის მდივანმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ავაზაშვილის დანიშვნა კანონთან შეუსაბამობაში არ მოდის. 

დღის ამბები