05 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - ეპიცენტრი კუნძულ სუმბას სიახლოვეს დაფიქსირდა

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიის სანაპიროსთან - ამჯერად 5.9. მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგების ეპიცენტრი კუნძულ სუმბას სიახლოვეს დაფიქსირდა.

პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია კუნძულ სულავესზე, სადაც რამდენიმე დღის წინ 7.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნგრევასა ქალაქ პალუში და ახლომდებარე დასახლებებში 844 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები