05 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
რუსეთმა სირიისთვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გადაცემა დაასრულა

რუსეთმა სირიისთვის ეს-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გადაცემა დაასრულა.

რუსეთს თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე შეატყობინა.

სერგეი შოიგუს განცხადებით, იარაღის იოდების მიზანი სირიის არმიის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსული სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

ისრაელის პროტესტისა და შეერთებული შტატების გაფრთხილების მიუხედავად, მოსკოვმა ოფიციალურ დამასკოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის 49 ერთეული აღჭურვილობა, მათ შორის გამოვლენის სისტემები, საკონტროლო პულტები და 4 გამშვები დანადგარი გადასცა.

დღის ამბები