19 ნოემბერი 2024,   19:12
ვრცლად
"უცნაურად ემთხვევა მისი სიგიჟეები იმას, რაც ძალიან სურს რუსეთს" - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

„ეს ქალბატონი გამოიყურება, როგორც ფსიქიატრიულად სრულიად გაუწონასწორებელი, მაგრამ ძალიან უცნაურად ემთხვევა მისი სიგიჟეები ერთი ერთზე იმას, რაც ძალიან სურს რუსეთს. ამგვარად, ეს მე მგონი, სიგიჟე არ არის, ეს არის ჩვეულებრივი სახელმწიფო ღალატი. ეს არის ძალიან საშიში და ეს ჩვენს ხალხს კარგად ესმის,“- ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალქალაქში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილს „მოღალატე“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება.

მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ახალქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჯერ ერთი, როდესაც ჩვენ ვაძლევდით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, მე ვაძლევდი, 99% შემთხვევაში ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც არიან თურქეთში, არიან საქართველოს პატრიოტები, საუბრობენ ქართულად და საქართველოსთვის იბრძოდნენ მთელი ცხოვრება. ეს არის დიდი განსხვავება იმისგან, რაც ხდება ახლა, თურქეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც შემოყარეს და შემოვიდა, ვისაც არ ეზარება, იმიტომ, რომ ყველა კონტროლი მოხსნილია, ამ მხრივ მართლაც მორღვეულია ჩვენი საზღვრები ივანიშვილის დროს. რაც შეეხება ახალქალაქს, ახალქალაქში თავის დროზე მე გავიყვანე გზა, ახალქალაქი იყო მოწყვეტილი, ჩვენ გავიყვანეთ იქიდან რუსული ბაზა, ავაშენეთ რკინიგზა და სარკინიგზო ცენტრი და ახალგაზრდობას ქართული ვასწავლეთ. ჩვენ ამ რეგიონის ინტეგრირება მოვახდინეთ. ძაან მიყვარს იქაურები და ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე მათთვის. ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ის საუბრობს არა ჩვენს სომხებზე, რომელთაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ის საუბრობს ეთნიკურ სომხებზე, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, 90%-ს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ის ჰპირდება მათ, რომ დააკანონებს ორმაგ მოქალაქეობას რუსეთის მოქალაქე სომხებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ის, რის საფუძველზეც რუსეთი ყირიმში შევიდა, რის საფუძველზეც, ვითომ, ცხინვალსა და აფხაზეთში შემოვიდა,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები