19 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
„ამ ქალს იზოლაცია სჭირდება და არა პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობა" - გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილზე

„ამ ქალს იზოლაცია სჭირდება და არა პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობა,“- ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალქალაქში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას.

გრიგოლ ვაშაძის შეფასებით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიცია ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კატასტროფაა.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას აძლევდა ეთნიკურ თურქებს და მოქალაქეობას არ აძლევდა ეთნიკურ სომხებს. 

„ტრაგედია ის არის, რომ ბოლო 3-4 თვეა, მათი წარმომადგენელები და მათი კანდიდატი აკეთებენ განცხადებას, რომელიც პირდაპირ არის კონსტიტუციური ველიდან გასვლა და უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. ის განცხადებები, რომელსაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი აკეთებს მოქალაქეობის მინიჭებაზე, სრული კატასტროფაა. იძლევა დაპირებებს, რომელსაც არ შეასრულებს, მეორე ის, რომ ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები